
ჩვენ ვართ Camp Caucasus, შემომყვანი ტუროპერატორი. ვაწყობთ საქართველოში პირველ self-guided სათავგადასავლო ტურებს, ასევე ჩვენი ტურისტებისთვის ვაორგანიზებთ Urbex ტურებს საქართველოს მასშტაბით. პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ტურიზმის სფეროს, მაგრამ ამ გამოწვევამ ბევრი რამ გვასწავლა და ვაგრძელებთ უფრო ძლიერები, გვსურს გავიზარდოთ დინამიურ ბაზართან და ცვალებად მომხმარებლებთან ერთად.
რეზერვაციების მენეჯერი
სამუშაო დისტანციურია.
ვეძებთ ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ რეზერვაციების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს საერთაშორისო გუნდს. საჭიროა აქტიური კომუნიკაცია სასტუმროებთან, მძღოლებთან, და სხვა ქართულ ტურისტულ კომპანიებთან. ასევე ტურებისთვის სერვისების დაჯავშნა და მათი შესრულების კონტროლი.
მოვალეობები:
-
სასტუმროების, მძღოლების ან სხვა ტურ-პარტნიორების მოძიება.
-
აქტიური კომუნიკაცია იმეილით/ტელეფონით ტურ-პარტნიორებთან სერვისების დასაჯავშნად და მათი შესრულების კონტროლი ტურის მსვლელობის დროს.
-
ტურების განრიგის გაწერა სისტემაში, მონაცემების შეყვანა და კონტროლი.
-
ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტის გამზადება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
-
კომუნიკაციის უნარები.
-
პუნქტუალურობა.
-
ორგანიზებულობა.
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
-
დეტალებზე ორიენტირებულობა.
-
დროის ეფექტურად მართვის უნარი.
რას გთავაზობთ?
-
მზარდი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
-
მოქნილი სამუშაო, რომლის შერწყმა მარტივად შეიძლება სწავლასთან, ჰობისთან ან სხვა.
-
მუდმივი სწავლისა და ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობა.
-
ინგლისურის ფლობის შემთხვევაში, დიდი შიდა კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
-
ფიქსირებული ანაზღაურება პლუს ბონუსები.
-
ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მდებარე ფორმა.
ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@campcaucasus.com
ჩვენ ვაფასებთ თითოეულ აპლიკაციას, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთან დაინიშნება ონლაინ გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებებს!